weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ყვარელში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

13:24 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში გაიხსნა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. პუნქტების მოწყობის მიზანი გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილებაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოუსაფრთხოების პუნქტში შესაძლებელია დღეში 3 ათასამდე წვრილფეხა და აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე მოქმედებს კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ყვარელში, აგრეთვე, ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულსა და რუსთავში, სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაგეგმილია კიდევ ერთი პუნქტის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას.

„მეცხვარეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენ კომპლექსურ სამუშაოებს ვატარებთ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და საბოლოოდ სწორი ადმინისტრირება. ეს უკვე მე-5 პუნქტია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]